воскресенье, 25 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ტრენინგის მე-8 დღეს ვისაუბრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. შევიმუშავეთ მეთოდები თუ რა დამატებითი აქტივობა დაგვჭირდება მათთვის, ვისაც კომპიუტერი მწყობრიდან აქვს გამოსული. კიდევ ერთხელ გადავხედეთ სასწავლო პროცედურებს, რადგან ეს მთავარი კომპონენტია პროექტის გეგმაში, სადაც აქტივობები უნდა იყოს ნაბიჯ-ნაბიჯ გაწერილი. შევქმენით ფასილიტაციის მასალები გაზეთის სახით.

суббота, 24 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღეს ვისუბრეთ იმ მთავარ საკითხზე, რასაც დიფერენცირებული სწავლება ჰქვია. ჩამოვაყალიბეთ მეთოდები და მიდგომები, თუ როგორ შეიძლება ჩავრთოთ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები პროექტის განხორციელებაში. ჩვენი იდეები დავაფიქსირეთ სასწავლო პროექტის გეგმაში.

ტრენინგის მე-6 დღე

დღევანდელმა მოდულმა დამანახა, თუ რამდენად საჭირო იყო დავრწმუნებულიყავი, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი რამდენად შეესაბამებოდა ჩემ მიერ ჩამოყალიბებულ რუბრიკას მოსწავლის შეფასებისას.

суббота, 17 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-5 დღე

ამ მოდულმა დამანახა,რომ საავტორო უფლებების დაცვა აუცილებელია, რათა ნაშრომი იყოს დაცული და ადვილად მოხდეს ინფორმაციის გადამოწმება. პრეზენტაცია კი აუცილებელია იმისათვის,რომ მოკლედ გადმოვცეთ ჩვენი პროექტის მოკლე შინაარსი.

დელფინები

воскресенье, 11 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-4 დღე

ამ მოდულმა ნათლად დაგვანახა თუ რა მნიშვნელობა აქვს შეფასების სხვადასხვა მეთოდს. ძალზედ მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა. ასევე მნიშვნელოვანი და ღირებულია პროექტის პრეზენტაციის შექმნა, რათა მოკლედ და კონკრეტულად გადმოვცეთ ჩვენი სათქმელი.

суббота, 10 сентября 2016 г.

ტრენინგის მე-3 დღე

ამ მოდულმა ნათლად დამანახა თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინებას გეგმის შემუშავებისას. მომეწონა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ნიმუშების განხილვა, რადგან კითხვები დავალაგე კატეგორიების მიხედვით: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.

ტრენინგის მე-2 დღე

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში. ნათლად დავინახე თუ რა დანიშნულება აქვს პუბლიკაციების მომზადებას პროექტისათვის. რამდენად აქტუალურია მშობლის და საზოგადოების ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში.